საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. ნეპალის დელეგაციას ქვეყნის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ინიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები.
“USAID მოხარულია მხარი დაუჭიროს დღევანდელ ღონისძიებას. დიდი პატივია ნეპალის დელეგაციის მასპინძლობა. ენერგეტიკის სფეროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომელიც განსაკურებით ჰიდრო-ენერგეტიკითაა დაინტერესებული, ჩამოვიდა საქართველოში USAID-ის მხარდაჭერით, რათა გაცვალონ გამოცდილება არა მხოლოდ ჰიდრო ენერგეტიკის მიმართულებით, არამედ ბაზრის რეგულირებისა და მომგებიანი, მდგრადი ენერგოსექტორების ჩამოსაყალიბებლად ორივე ქვეყანაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სექტორში, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ნეპალელ სტუმრებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართველებისგან, თუმცა საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს მათი ნეპალელი კოლეგების გამოცდილება,” – გნაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.
ნეპალის დელეგაცია საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩება. საქართველოში გამართულ შეხვედრებისას, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.