დაშავდა 9 და დაიღუპა 1 ადამიანი – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჯვარცხმაში
სოფელ ჯვარცხმაში ერთმანეთს ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მსუბუქად დაშავდა სამარშრუტო ტრანსპორტის 9 მგზავრი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოხების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.