ანდრო მაღლაკელიძე: პირადი წყენით გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან არავინ მოსულა

“პირადი წყენით გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან არავინ მოსულა” – ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ანდრო მაღლაკელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისში ოპოზიციის ოფისებთან მიმდინარე აქციებში მონაწილეობას მხოლოდ საჯარო მოხელეები იღებდნენ. მაღლაკელიძემ აქციაში მონაწილე პირების ფოტოებიც წარმოადგინა.

“უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ხელისუფლება აქციებს ოპოზიციას უწყობს, თუმცა, ივანიშვილმა ამას მიგვაჩვია. აქ გამოკრულია ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირები არიან. ბაღების გამგეები, საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეები. გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პირადი წყენით არავინ იყო მოსული. ესენი ყველა არიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც ივანიშვილი ფულს უხდის. მათ ვითომ პროტესტი გამოხატეს. ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა, ამომრჩევლის მოყვანა. მოიყვანეს ის, ვისაც ხელფასს უხდიან და პრემია დანამატებს აძლევენ. არის რამდენიმე კადრიც, სადაც სიებია გაკეთებული და წერია ვისთვის რამდენი აქვს მისაცემი. ალბათ, გინებაზეც თანხას უხდიდნენ,”-განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები