ქუთაისში ენმ-ს ოფისს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს – მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ კვლავ დაძაბული ვითარებაა. მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაზე კვერცხების, ქვებისა და ცოცხების სროლა გრძელდება.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, შოთა ოჩიგავამ ენმ-ს ოფისის კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
“ჩვენ როდესაც ამათ (“ნაციონალურ მოძრაობას”) ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ, ქართველი ხალხი მერე დავიწყებთ სწორად ფიქრს და სწორ გზაზე გავალთ”, – ამბობს ოჩიგავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა “რეგიონული კვირის” ადგილობრივი ჟურნალისტიც.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცი. სამართალდამცველები ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები