“მიშას მონებო” – ქუთაისში “ნაცმოძრაობის” ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს
ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
“მიშას მონებო” – ამ შეძახილებით მიმართავენ ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები.
ენმ-ს ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.