ჯეიმს აპატურაი: მამხნევებს, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილია შეხვედრა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივანი ჯეიმს აპატურაი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ჩიხში შესული ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს.
„ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩიხში შესული ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში გადავიდეს. მამხნევებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილია შეხვედრა. საქართველოს აქვს ძლიერი, დინამიური დემოკრატია და ეს კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს დემონსტრირებული კონსენსუსის გზის პოვნის საშუალებით“, – წერს აპატურაი.