ჩოხატაურში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გატეხეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა.
“ამჟამად პოლიცია მუშაობს და არკვევს რა თანხაზეა საუბარი. კამერებიდან ამოიღეს მასალა, ორი ადამიანი იყოო ამბობენ . სავარაუდოდ, დილის 06:30 საათზე მოხდა შემთხვევა. როგორც ჩანს, გატეხვის შემდეგ თანხის ამოღება ვერ შეძლეს და წავიდნენ. ადგილზე ქლორია მოსხმული, ალბათ კვალის დასაფარად“,- უთხრა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბანკომატიდან თანხა წაღებული არ არის. საქმე ბანკომატის დაზიანების გამო, სისხლის სამართლის მე-19 და 177-ე მუხლებით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.