გიორგი გოგაძე: ეს ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა

გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, მას შეძახილებით შეხვდა ის ხალხი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა, რათა შემდეგ ისინი, ვისაც გმირებს და პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ძვრადღირებული მანქანებით გადაადგილებულიყვნენ.

გიორგი გოგაძე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე საპროტესტო აქციისას გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა.

“უამრავი ქართული ხალხური გამონათქვამი არსებობს, ვისგან შეიძლება გეწყინოს რაიმე. თუმცა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით არიან უსინდისოები. თუნდაც, ძალიან სიმბოლურია დღევანდელი დღე, რომელიც არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეხებოდა”,- აღნიშნა გიორგი გოგაძემ.

მისივე თქმით, ეს ის ხალხია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში, ძალიან მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყველაფერი, თუკი რაიმე გააჩნდათ, რათა შემდეგ ისეთ გმირებს, რომლებსაც გმირებს უწოდებენ, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ , როგორებიც არიან ბატონი კოდუა, ბატონი ქარდავა, ბატონი უდესიანები, ევლოთ ძალიან ძვირადღირებული მანქანებით”,- განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

გიორგი გოგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განხორციელების შედეგად, 2013 წლის შემდეგ, განრიდებულია 99% – 4 000 ახალგაზრდა, რეციდივის მაჩვენებელი კი მხოლოდ 9%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები