“ყველა იმას აკეთებს რაც მისი მოწოდებაა – “ნაცები” ქუჩაში დარბიან, გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადეს ოქტომბერში”

“ყველა იმას აკეთებს რაც მისი მოწოდებაა – ნაცები ქუჩაში დარბიან, კოცონებს ანთებენ და ქვებს ისვრიან – გიორგი გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადო ოცნების ახალმა მთავრობამ ოქტომბერში. როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი აშინებთ ნაცებს ზუსტად”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
​მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლებამ და მთლიანად მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა გადაწყვეტილებებმა როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით.
“​როდესაც ნოემბერში, ოქტომბრის თვის წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.4% ით იყო გაზრდილი, ცხადი იყო, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მშპ-ის ზრდა ოქტომბერშიც მაღალი იქნებოდა.
წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც უფრო მაღალია სექტემბერთან შედარებით, როდესაც ზრდა 5.2 % იყო, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.
ზრდის პოზიტიური დინამიკა განაპირობა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) რომელიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მთელი 14.0 პროცენტით არის გაზრდილი.
ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის ოქტომბერშიც, წინა თვეების მსგავსად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა როგორც მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში, ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუნდაც დასაქმების ზრდის კუთხით.
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად იმოქმედა გაზრდილმა საბიუჯეტო შემოსავლებმაც, რაც გეგმიურზე 130 მლნ ლარით მეტია.
სექტემბერ-ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდა უფრო მეტიც იქნებოდა რომ არა მაღალი ინფლაცია, რამაც ბუნებრივია შეამცირა რეალური ზრდის ტემპი, ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელთან მიმართებაში.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ათი თვის საშუალო 5% -იანი მაჩვენებელი, ისევე როგორც ბოლო ორ თვეში ზრდის ტემპები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ზრდის მაჩვენებელი, არა თუ პესიმისტურ სცენარზე, არამედ საპროგნოზო მაჩვენებელზეც, რაც 4.6 %-ია, მაღალი იქნება.
მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე გადანაცვლებამ და მთლიანად მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა გადაწყვეტილებებმა როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭრის კუთხით.
და ბოლოს,
ყველა იმას აკეთებს რაც მისი მოწოდებაა – “ნაცები” ქუჩაში დარბიან, კოცონებს ანთებენ და ქვებს ისვრიან – გიორგი გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადო “ოცნების” ახალმა მთავრობამ ოქტომბერში. როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი აშინებთ “ნაცებს” ზუსტად”,-წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები