ახალციხე-ადიგენის გზაზე აბრა გადაღებეს
ახალციხე-ადიგენის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ფარეხას შესასვლელში მდებარე აბრა გადაღებეს. ლათინურად დაწერილ სოფლის სახელს შავი ხაზი აქვს გადასმული.
ადგილობრივების ამბობენ, რომ ბანერზე ცვლილება დღეს შეამჩინეს. ვინ გადაღება ბანერი მათთვის ამ დრომდე უცნობია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ ფაქტის შესახებ “რეგიონული კვირასგან” გაიგო.
“არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად დეტალებიც უცნობია ჩვენთვის. ახლა გავიგეთ და დავინტერესდებით ფაქტით”, – აცხადებს “რეგიონულ კვირასთან” ადიგენის პრესსამსახურის თანამშრომლები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე მუშაობას ხვალ დაიწყებენ. ბანერს პირვანდელ სახეს ახლო მომავალში დაუბრუნებენ.