მერაბ ქვარაია: ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად, სიღრმისეულად და გულწრფელად შეაფასა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები

„ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს, შერეული სისტემა – არადემოკრატიულად, პროპორციული კი დემოკრატიულად წარმოაჩინოს“,- ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
​მისი თქმით, გულწრფელობა არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან გამოარჩევს.
„მან ზუსტად, სიღრმისეულად და გულწრფელად შეაფასა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები. ასევე მკაფიოდ განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მაჟორიტარების რაოდენობა არათუ შეამცირა ან გააუქმა ქვეყანაში, არამედ პირიქით, რეფერენდუმის შედეგების გადახედვის გზით გაზარდა, დღეს ცდილობს შერეული სისტემა – არადემოკრატიულად, პროპორციული კი დემოკრატიულად წარმოაჩინოს და ამგვარი მანიპულაციით შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში. მიუხედავად ყოველგვარი დესტრუქციული მცდელობისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არჩევნებით და არც რაიმე სხვა გზით თეორიული შანსიც კი არ აქვს, არათუ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, არამედ შეინარჩუნოს მანდატების ის რაოდენობა, რაც დღეს უჭირავს“,- წერს მერაბ ქვარაია.
​შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები