წულუკიანი ივანიშვილის ინტერვიუზე – “მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას აზრი არ აქვს”
კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ მომავალი, მმართველი ძალისა და ოპოზიციური სპექტრისთვის არის 2020 წლის არჩევნები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ივანიშვილის ინტერვიუში მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტიები მომავალი არჩევნებისთვის მოემზადონ.
“კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ მომავალი, მმართველი ძალისა და ოპოზიციური სპექტრისთვის არის 2020 წლის არჩევნები. ის მყიფე კონსენსუსი, რაც ჩვენი გუნდის შიგნით არსებობდა, თვითონ ოპოზიციამ ხელი შეუწყო, რომ მორღვეულიყო ქუჩური აქციებითა და ქმედებებით. მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას აზრი არ აქვს, დროა, რომ პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის ფუნქციონირებაში ეფექტური ვერ იქნება, რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.