ერაყში ირანის საელჩოს ცეცხლი მოუკიდეს
ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტებმა ირანის საელჩოს ცეცხლი მოუკიდეს.
აქციის მონაწილეები ყვიროდნენ “ირანი, გაეთრიე ერაყიდან”.
მედიის ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება მანამდე მოასწრეს, სანამ იქ აგრესიულად განწყობილი ადამიანები შეიჭრნენ.
მოგვიანებით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროს 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
პროვინციაში კომენდანტის საათია შემოღებული.
სამი კვირის წინ, დემონსტრანტებმა ქარბალაში მდებარე ირანის დიპმისიას დაესხნენ თავს.
ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ქუჩაში გასული ადამიანები მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან ბრძოლას, უმუშევრობის დაძლევას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასზე მეტი დაშავდა.