“თუ პროპორციული არჩევნები მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, მაშინ ისინი საარჩევნო ყუთთან მოვლენ და ამას პასუხს გასცემენ”

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, მისი თქმით ნებისმიერ სახის პროტესტი ეკონომიკურ პროცესებს ნეგატიურ ელფერს სძენს.

მაჭავარიანის განმარტებით, თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მაშინ ისინი საარჩევნო ყუთთან მოვლენ და ამას პასუხს გასცემენ.

“ნებისმიერი სახის პროტესტი ასეა თუ ისე ნეგატიურ ელფერს სძენს ეკონომიკურ პროცესებს. თუ ეს პროტესტი არის განგრძობითი ხასიათის, დროში გაწელილი ან მასშტაბური რასაკვირველია მეტად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს. პოლიტიკურ ასპექტებზე, რომ ვისაუბროთ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეწუხებულია, რომ კანონპროექტი ვერ გავიდა, ნაწილმა დატოვა კიდეც უმრავლესობა. თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა თუ საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს მოდელი არის სწორი, მაშინ ისინი მოვლენ საარჩევნო ყუთთან და პასუხს გასცემენ ამას. თუ ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას ეს დარჩება მაგათთვის სასიცოცხლოდ”, – განმარტა მაჭავარიანმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები