ვაჟა სირაძე: სამი პირი დაკავებული არ არის, ისინი პოლიციელებმა ადგილიდან განარიდეს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ადამიანების საპოლიციო მანქანაში ჩასმა მათი დაკავება არ ყოფილა, არამედ ისინი ვითარებას განარიდეს.

ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ადამიანები პროვოკაციას და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ.

რაც შეეხება რკინის კონსტრუქციას, რომელიც პარლამენტამდე მისასვლელ გზაზე განლაგებული, სირაძე ამბობს, რომ ის პრევენციის მიზნით განთავსდა.

“ეს პირები განარიდა პოლიციამ, ვინც ახდენს პროვოკაციას, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს, მათ აქვთ უფლება გადაადგილდნენ, შევიდნენ პარლამენტში. იმიტომ არის შემოღობილი, რომ მათ ბლოკირების საშუალება არ მიეცეთ. ისინი არ არიან დაკავებული, 3 ადამიანია. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება არ მოეხდინათ. აღნიშნულმა პირებმა ძალადობით მოახდინეს პოლიციელების კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში პოლიციელებზე ძალადობდნენ. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რომ ამ ადამიანებმა პოლიციელებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და არ იძალადონ მათზე”, – განაცხადა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები