ბიძინა ივანიშვილი: გუნდი დაზიანდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაპირება ვერ შევასრულეთ, არამედ იმიტომ რომ გუნდის წევრები დავკარგეთ
“გუნდი დაზიანდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდმა დაპირება ვერ შეასრულა, არამედ იმიტომ რომ გუნდის წევრები დავკარგეთ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “SWOT ანალიზში” პარტიიდან გუნდის წევრების წასვლას. მისივე შეფასებით, დრამატული არაფერი არ მომხდარა.
“გუნდი დაზიანდა არა მხოლოდ იმიტომ რომ გუნდმა დაპირება ვერ შეასრულა, არამედ იმიტომ რომ გუნდის წევრები დავკარგეთ. ზოგადად და პრაგმატულად თუ შევაფასებთ არაფერი დრამატული არ მომხდარა. რაც შეეხება იმათ, ახლა რომ ქუჩაში დგანან და ამბობენ სამართლიან საარჩევნო სისტემას ვითხოვთო, 9 წელი უსამართლოდ მართავდნენ ქვეყანას?!” – განაცხადა ივანიშვილმა.