ბიძინა ივანიშვილი: ხელოვნური ხმაურები ბევრი გვქონია, მაგრამ დღევანდელი ხმაური ჩემი განცხადების საფუძველზეა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში მიმდინარე ხმაურიანი პროცესები მისი განცხადების საფუძველზეა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა.

როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “SWOT ანალიზში” განაცხადა, ეს იყო ხელისუფლების კეთილი ნება.

​”ხელოვნური ხმაურები ბევრი გვქონია. სწორედ ჩემი გაკეთებული განცხადების საფუძველზეა დღევანდელი ხმაური, თანაც ამას “ქარული ოცნების” უმრავლესობა დაეთანხმა. მართალია ეს იყო ცალმხრივი დაპირება, რაშიც ვგულისხმობ, რომ ხშირად პოლიტიკური პარტიები ან საზოგადოების ნაწილთან ხდება შეთანხმება ორმხრივი რაღაცაა, რომლის შეთანხმებასაც მოითხოვენ, მაგრამ ეს არ ყოფილა ხელშეკრულება, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, რომელიც მოყვა 20-21 ივნისს ამბებს. ეს იყო ჩემი ინიციატივა, მე მივედი ამ წინადადებით გუნდში, რომ 2020 წელს 2024 წლის მაგივრად პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები