სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ამ მძიმე წუთებში ალბანელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალბანეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

“ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ძალიან შეწუხებული ვარ. საქართველო ამ მძიმე წუთებში ალბანელი ხალხის გვერდით დგას. გამძლეობას ვუსურვებ ხელისუფლებასა და მაშველებს, რომლებიც ადგილზე შეუსვენებლად მუშაობენ“, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთში 26 ნოემბერს მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი, 15 ადამიანი ითვლება. მომხდარის შედეგად, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები