ქუთაისში მეტეორის ნატეხის სავარაუდო ჩამოვარდნის საქმეს შსს იძიებს

ქუთაისში მეტეორის ნატეხის სავარაუდო ჩამოვარდნის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით იძიებს.

აღნიშნულ სავარაუდო ფაქტს, სამხარაულის ბიუროში არ ადასტურებს.
“არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ აღნიშნულის შესახებ. არც შეტყობინება შემოსულა და შესაბამისად ჩვენ მიერ არ მომხდარა ადგილის დათვალიერება”, – განაცხადეს სამხარაულის ბიუროში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას “განუცხადეს საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

სავარაუდო მეტეორის ჩამოვარდნაზე თავდაპირველად ინფორმაცია Primetime-მა გაავრცელა. გამოცემას თვითმხილველი უამბობდა, რომ “გავარვარებული მეტეორის ნატეხი” მის გვერდით დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები