გია ვოლსკი: შეწყალების ახალ წესზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება.

„გამაღიზიანებელი გადაცდომა დამაზიანებელი იქნება საზოგადოებაში საერთო კონსენსუსის თვალსაზრისით. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა. პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც არ ექნება გავლილი წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან, რომელთაც კომპეტენტური აზრი აქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

​ცნობისათვის, მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი ძალაში უკვე შევიდა. ახალი წესის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები