ანგელა მერკელი: ნატოს შენარჩუნება გერმანიის საკვანძო ინტერესს წარმოადგენს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ნატოს შენარჩუნება გერმანიის საკვანძო ინტერესს წარმოადგენს, იმაზე მეტად ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო.

ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“კიდევ უფრო ცხადია, ვიდრე ცივი ომის დროს, რომ ნატოს შენარჩუნება ჩვენს საკვანძო ინტერესს წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, ეს ისევე ცხადია, როგორც ცივი ომის დროს იყო. გუშინ ამაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა, რომ ევროპას ამჟამად საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია, ის ტრანსატლანტიკურ კავშირზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ ამ კავშირზე ვიმუშავებთ და მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ”,-განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, საჭიროა მკაფიო განსაზღვრა “რაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი ნატო”, მიდის აქ საუბარი თავდაცვით ამოცანებზე, თუ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კანცლერის თქმით, თავდაცვის სფეროში ევროპული თანამშრომლობის განვითარება “შეუძლებელია იყოს აღქმული, როგორც ნატოს წინააღმდეგ ან ნატოს ჩანაცვლების ჭრილში, უნდა იყოს განხილული როგორც ალიანსის ევროპული შემადგენლის განვითარება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები