ირაკლი კობახიძე: საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი „ნაციონალი” და მათ ადგილს დაიკავებს კონსტრუქციული ოპოზიცია, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია

„სამი წელი გერმანიაში ვსწავლობდი და ეს არის კაზუსი, რომელიც პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციებზე ამოიხსნება. ამ კაზუსის ამოხსნა გვეუბნება იმას, რომ გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოწმედ ჩანაწერს. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ნებისმიერთან დისკუსიისთვის. ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, მას გაუჭირდება პირველი კურსის მასალის დაძლევა”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

​ამასთან, მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა დაადასტუროს, რომ დესტრუქციული ძალა არ არის და პასუხისმგებლიანები არიან.

“მაგრამ, კრიზისში არიან და ვერ ამტკიცებენ. ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი “ნაციონალი” და მათ ადგილს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია და ა.შ. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ შევქმნით, ეს თავისთავად უნდა შეიქმნას”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები