თსუ-ში რეჟისორ თემო კუპრავასთან და მსახიობ ანი იმნაძესთან შეხვედრა გაიმართება

26 ნოემბერს,  17 საათზე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში რეჟისორ თემო კუპრავასთან და მსახიობ ანი იმნაძესთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გაიმართება დისკუსია მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებულ დადგმაზე -„მე იძულებული ვიყავი, მომეკლა”.
თემო კუპრავას სპექტაკლი „მე იძულებული ვიყავი, მომეკლა“ დადგმულია იაკოვოს კაბანელისის „წერილი ორესტეს” და ესქილეს „ორესტეას“ მოტივებზე. კლიტემნესტრას როლის შემსრულებელი – ანი იმნაძე წარდგენილია თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ ნომინაციაში: საუკეთესო ქალი მსახიობი.
იაკოვოს კაბანელისის „წერილი ორესტეს“ თარგმანი სოფიო შამანიდს ეკუთვნის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპ., 221-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები