ბერტა ფონ ზუტნერის   ქართული გამოცემის –  „ძირს იარაღის“ წარდგენა გაიმართება

29 ნოემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ბერტა ფონ ზუტნერის   ქართული გამოცემის –  „ძირს იარაღი“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ძირს იარაღი!“ ცნობილი ავსტრიელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლის, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბერტა ფონ ზუტნერის ბესტსელერად ქცეული რომანია.
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ.
„ისტორიას ცოტა, მაგრამ ქალი მშვიდობისმყოფელებიც ახსოვს, თუმცა ბერტა ფონ ზუტნერმა ყველა ნორმა და ჩარჩო დაარღვია, გასცდა ევროპის საზღვრებს და მოიცვა მსოფლიო, როგორც სამშვიდობო იდეების ერთგულმა დამცველმა და მე-19 საუკუნის საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული პოზიციების მიუხედავად, იქცა ავტორიტეტად.
„ძირს იარაღი!“ ზუსტად 130 წლის წინ გამოქვეყნდა და მაშინდელ ევროპაში ომების აბსურდულობისა და მათ მიერ გამოწვეული ადამიანთა ტანჯვის შესახებ მოგვითხრობს. ამ წიგნზე ამბობენ, რომ მან მსოფლიო შეცვალა. არა იმიტომ, რომ ომის ფიზიკურ და მორალურ საშინელებებს აღწერს, და არც იმიტომ, რომ გვაჩვენებს, რა შეიძლება დავმართოთ ჩვენ, ადამიანებმა, საკუთარ თავს. უფრო იმიტომ, რომ ამ საშინელებების წამოწყებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გვიჩენს, მშვიდობაზე და მშვიდობისთვის ფიქრისა და მოქმედებებისკენ გვიბიძგებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცემა მომზადდა პროექტის ავტორი საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატივით და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატის ნინო კალანდარიშვილის მხარდაჭერით, „The Kvinna till Kvinna Foundation“-თან თანამშრომლობით გაიმართება.

მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. N13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები