მღვდელმონაზონი ანდრია “გირჩის” მიერ ხატების გაშარჟებაზე: ყველაფრის გაუბრალოება და დაცინვა, ნორმალური არ არის

მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) მიიჩნევს, რომ ქრისტიანი ქრისტიანს აკრძალული მეთოდით არ უნდა ებრძოლოს, აქციის მონაწილეების მხრიდან ხატების გაშარჟება კი, სწორედ აკრძალული მეთოდია.

როგორც მღვდელმონაზონმა ანდრიამ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, საჭიროა, საპატრიარქომ შესაბამისი განცხადება გააკეთოს.

“საპატრიარქო რეაგირებას აკეთებს ყველაფერზე და ამ შემთხვევაშიც მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ოფიციალური განცხადება გააკეთოს. ეს შეეხება საეკლესიო სიწმინდეებს და ზოგადად, ხატთა თაყვანისცემა ერთ-ერთი გამორჩეულია ეკლესიის სიმბოლიკისაგან, საკრალიზებულია. “გირჩის” პარტია გასაგებია ინოვაციური ხედვებით გამოირჩევა და აქვს თავისი სტრატეგია, მაგრამ ყველაფრის ფროფანაცია, ყველაფრის გაუბრალოება და დაცინვა, ნორმალური საქციელი არ არის. ამბობენ მიზანი საშუალებას ამართლებს – ეს პოლიტიკოსისთვის შეიძლება ჩვეულებრივი რამ იყოს, მაგრამ ქრისტიანისთვის ეს არის დასაგმობი. შეუძლებელია ყველაფერს შევხედოთ ჩვეულებრივად. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვის და რაც ვაპროტესტებთ. ჩემი მოსისხლე მტერიც რომ იყოს პირადად, გამორიცხულია ვებრძოლო აკრძალული მეთოდებით – ამას აკრძალული მეთოდი ჰქვია. ასეთი მეთოდი ქრისტიანისთვის უჩვეულოა. ანუ ქრისტიანობა ამ სახით ქრისტიანს არ ებრძვის. მე, როგორც ქრისტიანი ქრისტიანობის პოზიციიდან ვსაუბრობ, პოლიტიკოსისთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი იყოს. ეკლესია ზოგადად ლოცვით და მართალი სიტყვით იბრძვის”, – განმარტა სასულიერო პირმა.
“გირჩის” აქცია პერფორმანსს მამა შოთა ორველაშვილიც ეხმაურება.
როგორც “კვირასთან” საუბარში ის აცხადებს, ხატების გაშარჟება არასერიოზულია. “ცოტა მკრეხელობა, ცოტა უვიცობაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები