არჩილ თალაკვაძემ საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა (ვიდეო)
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებას საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“მინდა საზოგადოებას გავაცნო ის საკადრო გადაწყვეტილებები რომელიც უმრავლესობამ მიიღო.
პირველი ვიცე-სპიკერის პოზიციას გიორგი ვოლსკი დაიკავებს;
ვიცე-სპიკერის პოზიცია- მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელებს უმრავლესობას;
ვიცე-სპიკერის პოზიციაზე- გიორგი კახიანი;
და კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა იქნება.
რაც შეეხება კომიტეტებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ბერაიას წარვადგენთ;
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე- დავით სონღულაშვილი;
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე- ნინო წილოსანი;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – გენადი მარგველაშვილი;
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი იქნება”,- განაცხადა თალაკვაძემ.