რუსთავის თეატრში „ბედნიერი წყვილის”  პრემიერა გაიმართება

29 და 30 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთავის თეატრში „ბედნიერი წყვილის”  პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ხანოხ ლევინის პიესის „ცხოვრების ჭაპანის“ მიხედვით დაიდგა.
დამდგმელი რეჟისორია სოსო ნემსაძე,  რეჟისორი – ნინო შოთაძე.
„ეს ნაგავი ბედნიერ წყვილს ეკუთვნის. იცით, რა საინტერესო საგანია ნაგვის პარკი?! მის მფლობელზე ბევრ რაღაცას გვიყვება. მაგალითად, შავ სქელ პარკში საგულდაგულოდ შეკრული ნაგავი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ბედნიერი წყვილი უცხო თვალს ნაგვის შიგთავსს უმალავს და საერთოდ არც იმჩნევს მის არსებობას. რაც შეეხება წლობით ნაგროვებ  დიდი რაოდენობის ნაგავს, რომლის გადაყრას ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ბედავდა – ამ მიზეზებზე უკვე სპექტაკლი ისაუბრებს“, – აღნიშნულია თეატრის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები