„ექსპოჯორჯიაში“ თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, 11:00 – 20:00 საათზე, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ თბილისის წიგნის დღეები გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მე-11 პავილიონში წელს გამოიფინება: ახალი თარგმანები, წლის ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა… იქნება ფასდაკლებები, ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები საინტერესო სემინარებითა და პრეზენტაციებით წარდგებიან… წიგნის დღეებზე მოსულ მსურველს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ელის წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები