გიგა ბოკერია: პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდება

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება. ბოკერიას შეფასებით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

“იგივე უტიფრობას აგრძელებენ, ჯერჯერობით აგონიის სპირალში არიან, სრული ბოდვა გვესმის და ეს წინადადება დამატებითი შეურაცხყოფაა საზოგადოების, ვინც ჩვენ მოგვწონს, იმათ არ დავუყენებთ მაჟორიტარებსო. ანუ, ოქრიაშვილს არ დაუყენებენ მაჟორიტარს. ქართველი ხალხის სახელით, დიდი მადლობა ამ დიდი კომპრომისისთვის. ვინ ჭამს მაგას. სანამ ასე არიან, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება”, – განაცხადა ბოკერიამ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მმართველი გუნდის განცხადება გააცნო, სადაც ნათქვამია:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, “ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები