ექიმები: ჯულიან ასანჟი, შესაძლოა, ციხეში გარდაიცვალოს
“ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, შესაძლოა ციხეში მოკვდეს, თუ მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ.
ამის შესახებ საუბარია ბრიტანელი, ევროპის ქვეყნების, ავსტრალიელი და შრი-ლანკელი 60 ექიმის წერილში, რომელიც ბრიტანეთის შს მინისტრს პრიტი ატელს გაეგზავნა.
წერილში ნათქვამია, რომ ასანჟს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.
ექიმები აცხადებენ, რომ აუცილებელია ციხიდან მისი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მისი გარდაცვალების რისკი.
წერილში აღნიშნულია 48 წლის ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო განხილვაში ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მონაწილეობა არ არის რეკომენდებული.
19 ნოემბერს შვედეთის პროკურატურამ ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმის გამოძიება შეწყვიტა.
ჯულიან ასანჟი აპრილში ბრიტანეთში, ეკვადორის საელჩოში დააკავეს.
1-ელ მაისს ლონდონის სასამართლომ მას 50 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასანჟი ამჟამად ლონდონის სიახლოვეს, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.