ხარკოვის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის ცენტრში ავტომობილი ააფეთქეს.

როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, ჩაიკოვსკის ქუჩაზე ერთ-ერთ პარკირებაზე მდგომ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა დილით ამოქმედდა. დაზიანდნენ ახლოს მდგომი მანქანებიც.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის სერგეი ჩერნოვის სახლთან ახლოს მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები