,,ქართული ცეკვის რაინდი“ – თენგიზ უთმელიძისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ ,,მუზაში“ ფოტოხელოვან თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. ხელოვანის ფოტოებზე ანსამბლ ,,სუხიშვილების“ ოქროს ხანაა აღბეჭდილი.
გამოფენის შემდეგ მაყურებელმა გადაინაცვლა დარბაზში, სადაც რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა საავტორო ლიტერატურული სპექტაკლის ,,ქართული ცეკვის რაინდი” პრემიერა, რომელიც ეძღვნებოდა „სუხიშვილების“ ოქროს ხანის მოცეკვავეს, ფოტოხელოვანს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს თენგიზ უთმელიძეს.
სპექტაკლის სახით ქალბატონმა იზამ საინტერსოდ და მრავალფეროვნად წარმოაჩინა ნინო რამიშვილის პარტნიორის ცხოვრება და შემოქმედება.
სპექტაკლის შემდეგ, საღამო რევაზ ლაღიძის ჰიმნით ქუთაისზე დაასრულა საოპერო მომღერალმა მამუკა ლომიძემ.
დასასრულს, მაყურებლის წინაშე სიტყვით გამოვიდა თენგიზ უთმელიძე და მადლობა გადაუხადა იზა ვეფხვაძეს.   ,,თუ ჩემი ფოტონამუშევრები მატეანეა, მე ბედნიერი ვარ. ქალბატონი იზა კი ქართული კულტურის და ქართული სულიერების მატეანეს ქმნის თავისი არაჩვეულებრივი სპექტაკლებით”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები