„ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ – ფილმის პრემიერა გაიმართება

2 დეკემბერს, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფილმის  – „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ პრემიერა გაიმართება.
ამის შესახებ  ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი და მსახიობი იზა ვეფხვაძე ავრცელებს ინფორმაციას.
„მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ გეოგრაფიული პროვინციალიზმი მძიმე სენია:
2 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება სტუდია „პიონერფილმის“ მიერ გადაღებული ფილმის „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ საპრემიერო ჩვენება…
გელოდებით ყველას, ვისაც გსურთ იამაყოთ ქართული მიწის მადლით, ქართული სოფლით და ვისაც გჯერათ, რომ სოფელი სასიცოცხლო ძარღვია ქვეყნისა…
ერთი პატარა იმერული სოფელი, რომელმაც ჭეშმარიტი კორიფეები აღუზარდა საქართველოს… სოფელი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა“… – წერს იზა ვეფხვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები