ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, გურჯაანში, ვაჩნაძიაანთ ციხე-კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ვაჩნაძიაანთ დიდი ციხე-კოშკის კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რიყის ნარჩევი ქვებით კირ-დუღაბზე აგებულ საფორტიფიკაციო ნაგებობაზე, რომელიც რესტავრაციამდე თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, შემორჩენილი ფრაგმენტებიც უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს „სამანმა“ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:
არქიტექტურულ ნაგებობაზე აღდგა ორივე სართულის ჩამოშლილი ნაწილები;
მოეწყო სართულებს შორის დამაკავშირებელი ხის კიბე;
ნაგებობის კამარა მოეწყო რიყის შერჩეული ქვებით;
ორივე სართულზე დაიგო ქართული ტიპის კვადრატული აგურის იატაკი;
ჩაისვა კარ-ფანჯრები;
რესტავრირდა ბუხრები და სათოფურები;
ციხე-კოშკზე მოეწყო გუმბათოვანი გადახურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები