დიმიტრი ხუნდაძე: პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით
პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
“შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ითხოვენ 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი. საათ-ნახევარი გასტანა შეხვედრამ. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმების შესახებ იყო საუბარი”, – განმარტა ხუნდაძემ.