ნიკა მელია: ხვალ პარლამენტის შენობის პიკეტირება იგეგმება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს სხდომის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცეთ

ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით, სადაც ჩატარდება აქცია, შემდეგ პარლამენტის შენობის პიკეტირება იწყება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჩატარდება აქცია, შემდეგ იწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა დილით მივიდნენ და სხდომა ჩაატარონ. მე ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამდე, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წამოვა. ივანიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის პოლიტიკურად გაბანკროტებული,” – განმარტა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები