ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი “დია” გაიმართა (ვიდეო)

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ,,დია” გაიმართა.
კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოეწყო. ფესტივალზე ასევე, წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, მთელი საქართველოდან.
ფესტივალში მეღვინეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოწყობილი იყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კულინარიულ მასტერკლასებში მიიეღოთ მონაწილეობა.
პირველად, ქართული ფესტივალების ისტორიაში, მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები