გაზეთ “უქიმერიონის” და საზოგადოება “ქუთაისელის” 30 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ “უქიმერიონის” და საზოგადოება “ქუთაისელის” დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
საიუბილეო საღამოს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თეიმურაზ ლანჩავა იყო.
საზოგადოება “ქუთაისელი” ქუთაისში 1990 წელს 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო. ბოლო ათი წელია საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს. ამავე წელს დაარსდა გაზეთი, “უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა.
გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე იყვნენ. 1990 წელს კი იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ თეიმურაზ ლანჩავა აირჩიეს და იგი რედაქციას დღემდე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები