კიევში მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა (ვიდეო)

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა.
როგორც მან განაცხადა, დღეს ერთიანობის დროა.
„გიორგობის დღეს შევხვდით ჩვენ ძველ თანამებრძოლებთან და ასევე ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე, დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს საქართველო და ყველა თაობას. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა და ჩვენი ამოცანა არის ახალგაზრდებს, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. მადლობა გუბაზს და ვალერის, ჩვენ ბიჭებს, რომ ჩამოვიდნენ კიევში და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. ყველაფერს ასაკთან ერთად, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ რაღაცას გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაც ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ აბსოლუტურად. ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები