გედევან ფოფხაძე: ამ ეტაპზე, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც პიკეტირება უფრო სწორი ფორმაა, ვიდრე ბლოკირება

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პიკეტირება არის უფრო სწორი ფორმა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც, ვიდრე ბლოკირება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედი ფოფხაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

ფოფხაძე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან 26 ნოემბერს პარლამენტის შენობის პიკეტირების გეგმას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

„ამ ეტაპზე, მე პირადად მგონია, რომ პიკეტირება უფრო სწორია, ვიდრე ბლოკირება. ბლოკირებისგან იმით განსხვავდება, რომ პიკეტირების დროს პარლამენტის შემთხვევაში ჭიშკრების დაკეტვა შეგიძლია თავისუფლად. მაგრამ, ერთი კარები, ვთქვათ, უკანა შესასვლელი უნდა იყოს თავისუფალი თანამშრომლებისთვის და დეპუტატებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ კორიდორი. ამ პირობებში, შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით შეხვდნენ დეპუტატების შესვლას პარლამენტში- სტვენით, ყიჟინით, მაგრამ არშეშვება, მე მგონია, რომ იქნება მიზეზი დამატებითი კონფლიქტის სახელისუფლებო სტრუქტურებთან. ის სპეცსამსახურებიც არაფერ შუაში არ არიან. ისინიც უნდა დავინდოთ ადამიანურად, რადგან არის ხალხი, რომელიც ხვალ ქართულ სახელმწიფოს უნდა ემსახუროს. ცოდო არიან, რომ გამოვიყვანოთ და გავალახინოთ მოქალაქეები. ეს მოქალაქეებიც ცოდო არიან. ამიტომ პიკეტირება ჩემი აზრით, არის უფრო სწორი ფორმა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც, ვიდრე ბლოკირება ამ ეტაპზე“, – განაცხადა ფოფხაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები