„ქართული ენა – ქართველთა/საქართველოს მოქალაქეთა გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში“  – დისკუსია გაიმართება

26 ნოემბერს,  15:00 საათზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, დისკუსია თემაზე: „ქართული ენა – ქართველთა/საქართველოს მოქალაქეთა გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში“  გაიმართება.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, დისკუსიას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: „ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან“ უმასპინძლებს.

ძირითადი გამომსვლელები:
ტარიელ ფუტკარაძე, ქართველოლოგი, პროფესორი;
მიხეილ ღანიშაშვილი, პოეტი;
გოგა ჩანადირი, ფოტოჟურნალისტი;
მანანა ტაბიძე, ქართველოლოგი, პროფესორი;
საიდ მულიანი, ისტორიკოსი, ქართველოლოგი;
ლევან ბებურიშვილი, პროფესორი.
„ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან” ღია სივრცეა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის 53ა); წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, IV სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები