გიორგი კახიანი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სასამართლო არ იქნება ობიექტური

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია, თუმცა მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, უკმაყოფილო მხარე მას ყოველთვის ეყოლება.
“საზოგადოებამ კონკრეტული სამართალდარღვევები იხილა. მაგალითად, სამართალდარღვევაა, როცა პარლამენტის ფუნქციონირების ხელის შეშლას ცდილობ, სამართალდარღვევაა, როცა დეპუტატს შესაძლებლობას არ აძლევ, მისი უფლებამოსილება განახორციელოს, ასევე პოლიციას წინააღმდეგობას უწევ. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა. როგორ შეაფასებს სასამართლო მტკიცებულებას, ეს მისი გადასაწყვეტია. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სასამართლო არ იქნება ობიექტური. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, როცა არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, უკმაყოფილო მხარე აუცილებლად ეყოლება“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან.

ცნობისათვის, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი, გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები