უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პოლონეთში სააკაშვილის გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ, პოლონეთში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2018 წელს გაძევება, კანონიერად ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების უკანონოდ აღიარებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები