ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ გამარჯვებაში არასრულწლოვანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მოპედს, რომელსაც 16 წლის მოზარდი მართავდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოპედის არასრულწლოვანი მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მასთან მყოფი მეორე არასრულწლოვანი კი დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ჯერჯერობით დაუდგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის 276- ე მუხლითაა აღძრული,
თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები