კახა კალაძე: პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, 1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

“ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, 1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა. ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული. ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13 000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება”,- განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები