ალეკო ელისაშვილი რეგიონებში “მაჟორიტარი ფეოდალების მხილების” კამპანიას იწყებს

0

დღეიდან ჩვენ გავდივართ რეგიონებში და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას ვიწყებთ, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“ვაპირებთ კიდევ უფრო მძაფრი წინააღმდეგობის გაწევას იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს მოვიპოვოთ პატიოსანი ანუ პროპორციული წესით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები. დღეიდან ჩვენ გავდივართ რეგიონებში და ვიწყებთ მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, თუმცა ჩვენ იმ საერთო ერთობლივი ოპოზიციური ბრძოლიდან რა თქმა უნდა არ გავდივართ”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი