დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

0

ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ, ძირითადად ურთიერთობა თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან მაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

“არ გამოვრიცხავ ფრაქციის შექმნას. ბუნებრივია, პოლიტიკურ პროცესებს გარკვეული, თავისებური სტრუქტურები ახასიათებს. კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს,” – განმარტა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი