თამარ ხულორდავა: ვისურვებდი, რომ ფრაქციის შექმნა შევძლოთ

0

დიდ ნაწილს მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ დავრჩეთ საქართველოს პარლამენტში, იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც გვაქვს 2016 წლის არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

“თუკი საშუალება იქნება, იმ კვოტების მიხედვით, რომელიც გადანაწილდება ჩვენზე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებზე ან გააჩნია, როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას პარლამენტში, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში სურვილი მექნება, რომ გავაგრძელო მომავალშიც მუშაობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შემადგენლობაში. დიდ ნაწილს მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ დავრჩეთ საქართველოს პარლამენტში, იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც გვაქვს 2016 წლის არჩევნების შემდეგ. თუ შესაძლებლობა გვექნება რომ უფრო ორგანიზებული, ფრაქციის სახით ვიყოთ წარმოდგენილები, ეს რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს, მე ვისურვებდი რომ ჩვენ შევძლოთ ფრაქციის შექმნა,”- განმარტა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, თამარ ხულორდავამ და მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი