გიორგი ვაშაძე: სამოქმედო გეგმა სახელწოდებით “მაინც დაგაბოქლომებთ“ გამზადებულია

სამოქმედო გეგმა სახელწოდებით – “მაინც დაგაბოქლომებთ“ გამზადებულია, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

“სამოქმედო გეგმა სახელწოდებით – “მაინც დაგაბოქლომებთ“ გამზადებულია. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ “ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები