მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე შეფერხება აღმოფხვრილია

0

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს – პირველ ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო.

როგორც “კვირას” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის შეფერხება აღარ არის და მოძრაობა მთლიან ხაზზე აღდგენილია.

მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა იყო ზონალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებლები მეტრო ახმეტელიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობდნენ. ხოლო სადგურის მოედნიდან, ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რომლის აღმოსაფხვრელად ტექნიკურმა ჯგუფმა იმუშავა და ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი